
საერთოდ პოსტი მარტო ქალებს არ ეხებათ, მაგრამ ეს ფოტო რო არ დამედო არ შემეძლო. პატარა მიმოხილვას გავაკეთებ. ელემენტარულად (მაგალითად)რუსულ ქალებისთვის განკუთვნილ ფორუმებს რომ გადავავლოთ თვალი, ვნახავთ უაააამრავ თემას იმის შესახებ როგორ მოვუაროთ თავს. სურათებს, რომლის შეფასებასაც ითხოვენ. კითხულობენ რა შეცვალონ საკუთარ თავში, რამდენი დაიკლონ თუ მოიმატონ. საქართველოში ქალების ფორუმზე 20 უზერია, რომელთაც ყველაფერი აკმაყოფილებთ თავის გარეგნობაში. თითქოსდა პრობლემა არაა ხო? მაგრამ…
თუ გავალთ ქუჩაში დავინახავთ, ქალების–გოგოების უმეტესობა მსუბუქად რომ ვთქვათ მოუვლელია. ძალიან ბევრს აქვს ზედმეტი წონა. აქ კიდევ ორი უკიდურესობაა, ან მსუქნები არიან ან ზედმეტად გამხდრები(მე ამ უკანასკნელს მივეკუთვნები
). ნებისმიერ დიეტოლოგს კითხეთ, გეყვით რო წონის მომატება გაცილებით ძნელია ვიდრე დაკლება.
ზედმეტ წონასთან ბრძოლა ძალიან ძნელია. სირთულის გარდა, მას ბევრი უკუშვენებები აქ. ამიტომ თუ გადაწყვიტეთ წონის დაკლება ამ დროს კი ვიღაცამ გასწავლათ დიეტა “1 კვირაში 20 კილო” უნდა გაფრთხილდეთ. წონის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. (ამაზე დაწვრილებით დავწერ მერე, ისევე როგორც მომატებაზე)
დიეტას რომ თავი დავანებოთ, არსებობს სხვა ხერხები მაგალითად ვარჯიში. დაახლოვებით 3 თვეა ვვარჯიშობ დილაობით. არაფერი განსაკუთრებული, მსუბუქი ფიტნესი. მიუხედავად იმისა რომ ჩემი მიზანი დაკლება კი არა პირიქით მომატებაა(სადაც საჭიროა
) ამ თვეში მიღწეულმა ცვლილებამ ჩემ მოლოდინს აშკარად გადააჭარბა. არა და ნახევარი საათიც არ ვვარჯიშობ. მეც არაადამიანურად მეზარება ამ სიცივეში ფეხების აქეთ იქით ქნევა, მაგრამ როცა ვხედავ შედეგს სტიმული მეძლევა უფრო მეტი გავაკეთო. ყველაზე მეტად ის მაკვირვებს როცა ვინმეს ვეუბნები რო ვვარჯიშობ თითქმის ყველას ერთი ერაქცია აქ. რატო? თითქოს რღაც ცუდს ვაკეთებდე
ცოტა თემას გადავუხვიე და რას ვამბობდი… როცა მძიმეწონიან გოგოს ვხედავ თავში უნებლიედ მომდის აზრი, ნუთუ დღეში ნახევრი საათი არ ააქ რო თავის თავს დაუთმოს და უფრო გალამაზდეს.
ნუ კაცებში უფრო რთულად არი საქმე. გოგოები თუ ცდილობენ მაინც რაღაც შეცვალონ ბიჭები არც კი ფიქრობენ იმაზე რო შეიძლება რაღაც შესაცვლელი ქონდეთ. ძალიან სახალისოა ბიჭის მოსმენა როცა ის წუწუნებს რა ბრტყელი უკანალი აქვთ გოგოებს, როცა თვითონვეა ფიცარივით. და რატო გგონიათ რო გოგოებს მოსწონთ ბრტყელი ბიჭები? ან ეს ჩაჩაჩული შარვლები ვინ მოიფიქრა, კაი ჯანდაბას რატო გონიათ რო უხდებათ და რაც მთავარია რატო აცვიათ? ისედაც უფორმო ტანს საერთოდ საშინლად აჩენს. “კევინ კლაინის” 5 ლარიან ტრუსებზე კომენტარს საერთოდ არ გავაკეთებ. ნუ გგონიათ რო მამაკაცის ჰიგიენა მხოლოდ ბანაობით შემოიფარგლება, сейчас не каменный век.
ეხლა ისევ გოგოებს მივუბრუნდეთ, ძალიან მაინტერესებს ვის მოუვიდა პირველად თავში ფეხის მუხლებამდე გაპარსვა. ან რა ლოგიკა აქ საერთოდ ამ მუხლამდე გაპარსვას, ალბათ ამის იქით მაინც ვერავინ დამინახავს
ამ ლოგიკით ზამთარში წარმომიდგენია რა ბუნებრივ კოლგოტებთან გვექნება საქმე. + ძალიან მაღიზიანებს შეკითხვა ვის ეპრანჭები( არაა აუცილებელი ჩემ მიმართ იყოს დასმული შეკითხვა) გოგო იმის გოგოა რომ ყოველთვის კარგად(შეძლებისდაგვარად) უნდა გამოიყურებოდეს. პირველ რიგში თავისთვის მერე უკვე სხვა დანარჩენისთვის.
გადავინაცვლოთ ბიჭებთან. როცა ბიჭები აკრიტიკებთ გოგოს აღნაგობას ჩაცმულობას გაიხსენეთ რას აკეთებთ თქვენ იმისთვის რო კარგად გამოიყურებოდეთ. უმეტესობა თმასაც კი არ ივარცხნის(არიან გამონაკლისები ვისაც უხდება, უმეტესობას უბრალოდ არა). როცა გოგო დადის სალონში, ეპილაციაზე, სოლარიუმში, საათობით ფიქრობს იმაზე რა ჩაიცვას, ბიჭს ელემენტარულად მანიკიურის( მანიკიური [ფრანგ.manicure, ლათ. manus ხელი და curo ვუვლი, ვასუფთავებ]-ხელის ფრჩხილების საგანგებო გაწმენდა-გაპრიალება. ) გაკეთებაც კი ეზარება. ამით იმის თქმა მინდოდა რომ როცა რაღაცას ითხოვ მინიმუმ შენც იგივე კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე.
რაც მინდოდა მგონი დავწერე, თუ რამე გამომრჩა შემდეგ პოსტში განვავრცობ.
პ.ს. პოსტის მიზანი კრიტიკა არაა. იმისთვის რო ვინმე გააკრიტიკო შენ უნდა იყო სრულყოფილი, ვინაიდან სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ მეც ვერავის ვერ გავაკრიტიკებ.