Archive for June, 2011

h1

ნამზეური

June 29, 2011

 

ნამზეურის სეზონი в самом разгаре ამიტომაც გადავწყვიტე ჩემ  მიტოვებულ ბლოგზე რამე საინტერესო–სასარგებლო დამეწერა. დღეს კურიერში ვუყურე, ვიღაც მოზარდი დამწვარა გარუჯვის დროს, 2–3 ხარისხის დამწვრობა მიუღია. გასაგებია ყველას გვიყვარს რუჯი მაგრამ თავი არ უნდა შევაკლათ მზეს. ჩემი პოსტი ძირითადად, ზედმეტად თეთრ კანზეა გათვლილი.

ნორმალური ნამზეური მიღება ყოველთვის პრობლემაა ჩემთვის, რადგან ხორბლისფერკანიანი თუ ნამზეურს ვთქვათ 30 წუთში იღებს მე იგივე ეფექტის მისაღწევად მიწევს 3–4 დაწოლა.  ჯანმრთელი რუჯის მისაღები უმთავრესი წესი, არ დაახამდე მზეს პირველ დაწოლაზე. მიაჩვიე კანი მზეს, 20–20 წუთი თითო მხარეს თავისუფლად გეყოფა. სასურველია გარუჯვის წინა(და არა იმავე) დღეს კარგად გაიწმინდოთ კანი სკრაბით. ღამის განმავლობაში კანი აღიდგენს იმ ცხიმს რაც საჭიროა იმისთვის რომ არ დაიწვათ. ასევე ეპილაცია: ცვილით, ლაზერით ანდა მამაპაპური ბრიტვა ასევე რუჯის წინა დღეს. გარუჯული კანი გაღიზიანებული და ძალიან ნაზია ამიტომაც ჯობია 1–2 დღე დაასვენოთ. რუჯის მიღების შემდეგ სასურველია გადაივლოთ გრილი წყლით და წაისვათ დამატენიანებელი კრემი მთელ ტანზე.

რაც შეეხება რუჯის გამაძლიერებლებს, მე პირადად არასდროს მიხმარია. ხელოვნურად დაჩქარებული რუჯი ისეთივე სიწრაფით გადადის როგორც იღებ.

გადმოცემით ვიცი რომ დამწვრობის სამკურნალო ყველაზე ეფექტორი გზა არის კოლხური მალამო. ასევე სპირტი(აორთქლებისას კანს აგრილებს, და წვას ამცირებს)

 

გაითვალისწინეთ დამწვრობის შემთხვევაში უნდა ელოდოთ სანამ კანი ბოლომდე აგძვრებათ, ეს კი ძალიან უსიამოვნო და ულამაზო პროცესია. ამიტომაც ჯობია ეტაპობრივად, დაწვა–დაბუგვის გარეშე მიიღოთ ჯანმრთელი ნამზეური.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.